ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedზურაბ აზარაშვილი: „ძალიან მალე საზოგადოებას ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის პაკეტს წარვუდგენთ“

ზურაბ აზარაშვილი: „ძალიან მალე საზოგადოებას ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის პაკეტს წარვუდგენთ“

ნოემბრიდან ძალაში შევიდა და ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს თუ დასჭირდა ონკოქირურგიული ჩარევა, ამასაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. გვინდა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა ის დაკავშირებული ხარჯი, რაც ამ დაავადებას თან ახლავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„ეს 25 000-ლარიანი ლიმიტი დღეისთვის პირობითი ლიმიტია. იმ შემთხვევაში, როდესაც სწორი დიაგნოსტიკის პირობებში, სწორ მკურნალობას სწორი გაიდლაინების მიხედვით დანიშნავენ, ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმდება და მნიშვნელოვნად შემცირდება მედიკამენტების ღირებულება, ამ ლიმიტების საჭიროება საერთოდ აღარ იქნება.

ძალიან მალე საზოგადოებას ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის პაკეტს წარვუდგენთ, ძალიან მკაფიოდ გვექნება გაწერილი ყველა ის კომპონენტი, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას სჭირდება, თუ რა ტიპის დიაგნოსტიკა უნდა ჩაიტაროს, შესაბამისი გაიდლაინები მომზადდება და იმ გაიდლაინების მიხედვით ჩატარებულ დიაგნოსტიკას სრულად სახელმწიფო აანაზღაურებს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

#datashvil

SheniEkimi.ge

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ბოლო წლების განმავლობაში, ქართული რძის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, არ ჩამოუვარდება საერთაშორისო და ევროპული ქვეყნების სტანდარტებს“-კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ დირექტორი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი