„აკრედიტაცია კანადა ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს საქართველოში“

ავტორი SheniAmbebi.ge
7 წუთიანი წაკითხვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი და აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, ექიმი გიორგი ფხაკაძე, განმარტავს, თუ რა არის საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები და როგორ შეიძლება მათი გადამოწმება. ქვემოთ მოცემულია მისი განმარტება სრულად.

რა არის „აკრედიტაცია კანადა” და როგორ დავადასტუროთ მისი საერთაშორისო სტატუსი

„აკრედიტაცია კანადა” არის გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს — ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოებისა და გარე შეფასების ასოციაციის (ISQua/ISQuaIEEA) წევრი. ორგანიზაციას მინიჭებული აქვს შესაბამისი აკრედიტაცია, რომლის ბოლო განახლება მოიცავს პერიოდს 2022–2026 წლები.

ამის გადამოწმება მარტივად შესაძლებელია. გადადით ბმულზე: https://ieea.ch/our-programmes/accreditation-programmes.html. გვერდზე დაინახავთ მსოფლიო რუკას, ხოლო რუკის ქვემოთ — სამ საძიებო ველს: «Country», «Survey Type» და «Search Organisation». მოქმედებთ შემდეგნაირად:

ველში «Country» აკრიფეთ Canada, ველში «Survey Type» მიუთითეთ Accredited Organisation და დააჭირეთ ძებნის ღილაკს. შედეგების სიაში, «CURRENT AWARD HOLDERS» განყოფილებაში, პირველი ორგანიზაცია იქნება სწორედ «Accreditation Canada».

- Advertisement -
Ad imageAd image

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები

ასევე შესაძლებელია იმ ორგანიზაციების სტანდარტების გადამოწმება, რომლებიც აღიარებულია ISQua/ISQuaIEEA-ს მიერ. ამისთვის იმავე ბმულზე, «Survey Type» ველში მიუთითეთ Accredited Standards და ჩაატარეთ ძებნა. შედეგების სიაში მე-5 ორგანიზაციაა «Health Standards Organisation» — ეს ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადას” შემადგენელი ნაწილია, რაც ასევე დასტურდება მითითებული ბმულით.

შემფასებელთა ტრენინგის საერთაშორისო აღიარება

დამატებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ, აღიარებულია თუ არა ISQua/ISQuaIEEA-ს მიერ აკრედიტაციის შემფასებელთა სასწავლო პროგრამა. იმავე ბმულზე, «Survey Type» ველში მიუთითეთ Accredited Surveyor Training Programme და ჩაატარეთ ძებნა. შედეგების სიაში მხოლოდ ერთი ორგანიზაცია ფიგურირებს — «Accreditation Canada».

საქართველოს საკანონმდებლო კონტექსტი და „აკრედიტაცია კანადას” როლი

„აკრედიტაცია კანადა” მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას — „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ” (ბრძანება №4/ნ, 2023 წლის 26 იანვარი) — და მზად არის ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებებს ამ პროცესში.

ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ის დაწესებულება, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია.

ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, „აკრედიტაცია კანადამ” მიიღო გადაწყვეტილება გახსნას ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). „აკრედიტაცია კანადა ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს საქართველოში“. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/akreditatsia-kanada-nergavs-saerthashoriso-standartebs-saqarthveloshi/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi