კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაWhatsApp-მა შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია ჩართო

WhatsApp-მა შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია ჩართო

WhatsApp-მა შეტყობინებების თარგმნის ახალი ფუნქცია წარადგინა, რომლითაც მომხმარებლები ერთმანეთს მრავალ ენაზე გარესერვისების გამოყენების გარეშე დაუკავშირდებიან. ამის შესახებ კომპანია Meta-ს მიერ WhatsApp-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ფუნქციის გასააქტიურებლად საკმარისია უცხო ენაზე დაწერილ შეტყობინებაზე დიდხანს შეხებით ოფცია „თარგმნა“-ს არჩევა. ფუნქცია პირად ჩატებში, ჯგუფებში და არხებზეც კი მუშაობს.

Android-ის მომხმარებლები, ასევე, მთელი ჩატების ავტომატური თარგმანის ჩართვას შეძლებენ. ყველა თარგმანი პირდაპირ მოწყობილობაზე ხდება, ამიტომ WhatsApp-ს კონტენტზე წვდომა არ აქვს.

თარგმნის ფუნქცია Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის თანდათანობით იქნება ხელმისაწვდომი. Android ამჟამად ექვს ენას, კერძოდ, ინგლისურს, ესპანურს, ჰინდის, პორტუგალიურს, რუსულსა და არაბულს, ხოლო iOS 19-ზე მეტ ენას უჭერს მხარს. ეს სია დროთა განმავლობაში გაფართოვდება.

  თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება, მისი გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი