სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„აპლიკაციაში ტაქსისტად დარეგისტრირება ნებისმიერს შეუძლია, ტაქსს პიკის საათებში ფაქტობრივად, ვერ გამოიძახებთ“ -...

„აპლიკაციაში ტაქსისტად დარეგისტრირება ნებისმიერს შეუძლია, ტაქსს პიკის საათებში ფაქტობრივად, ვერ გამოიძახებთ“ – ფედერაცია რეგულაციების გამკაცრებაზე

ტაქსისტთა დიდი ნაწილი ულიცენზიოდ მუშაობს – აცხადებს „საქართველოს ტაქსების ფედერაციის“ დამფუძნებელი, ზურა აგლაძე და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივით გამოდის..

„ტაქსისტთა დიდი ნაწილი დღესდღეობით ულიცენზიოდ მუშაობს, მე რომ მკითხო, ამ მიმართულებით უფრო გავამკაცრებდი რეგულაციებს, რადგან აპლიკაციებში ტაქსისტად დარეგისტრირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ლიცენზიის გარეშე. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის ის სფერო, სადაც მანქანით კარტოფილი გადააქვთ. საქმე ეხება ცოცხალი ადამიანის გადაყვანას“, – განაცხადა ზურა აგლაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ამის გარდა, ფედერაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ თბილისს ძალიან სპეციფიური მდებარეობა აქვს, რაც იწვევს ქალაქში გადაადგილების პრობლემის გაჩენას.

„ტაქსს პიკის საათებში ფაქტობრივად, ვერ გამოიძახებთ. ანუ მოთხოვნა სრულად არ კმაყოფილდება ტაქსების კუთხით. უნდათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად იყოს გამართული, მაგრამ თბილისს სპეციფიური მდებარეობა აქვს, მდინარის გასწვრივაა აშენებული მთელი ქალაქი. არის ვიწრო ქუჩები, ოჯახებში 3-4 მანქანა ყავთ, შესაბამისად, ქალაქი გადატვირთულია, მაგრამ რამენაირად ეს უნდა დაბალანსდეს“, – ამბობს ზურა აგლაძე.

მისივე თქმით, თბილისში ტაქსის ლიცენზიების შემოღებას ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა, ვინაიდან ტაქსისტობა პროფესიად ჩამოყალიბდა, ხოლო მომხმარებლები, მათ შორის ტურისტები, ბევრად კმაყოფილები არიან.

„ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მომსახურებით ყველა მაქსიმალურად კმაყოფილი იყოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თბილისი ტურისტული ქალაქია და ძალიან ბევრი ტურისტისგან ვისმენდით, რომ ჩვენთან ძალიან ცუდი ტაქსები იყო. ეს სიტუაცია ლიცენზიების შემოღებამ გამოასწორა, ვინაიდან ახლა ადამიანებს არჩევანი აქვთ და ტაქსების სფეროშიც უკვე სერიოზული კონკურენცია არსებობს“, – თქვა ფედერაციის დამფუძნებელმა.

ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა. შესაბამისად, თეთრი ფერის ტაქსები A კატეგორიას მიეკუთვნებიან, მანათობლის გარეშე მოძრავი ტაქსები, რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით ემსახურებიან მგზავრებს, B კატეგორიას.

  „შეგიძლიათ, ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მთავრობის ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი პრივატიზაცია, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს გავცემთ პასუხს, ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ასეთ ფაქტს“-ირაკლი კობახიძე

უკვე 2023 წლის 20 მარტიდან თბილისის მერიამ შეწყვიტა ერთწლიანი ვადით A კატეგორიის ნებართვის გაცემა, ხოლო 1 აპრილიდან დაინერგა ახალი სისტემა, რომლითაც უვადო ნებართვის აღება შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, 2023 წლის 20 მარტამდე ფლობდნენ A კატეგორიის ნებართვას. A კატეგორიის ნებართვა გახდა უვადო, ხოლო მიღებული ნებართვის გაქირავება, ან გაყიდვა, შესაძლებელია. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.