WhatsApp-მა შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია ჩართო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

WhatsApp-მა შეტყობინებების თარგმნის ახალი ფუნქცია წარადგინა, რომლითაც მომხმარებლები ერთმანეთს მრავალ ენაზე გარესერვისების გამოყენების გარეშე დაუკავშირდებიან. ამის შესახებ კომპანია Meta-ს მიერ WhatsApp-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ფუნქციის გასააქტიურებლად საკმარისია უცხო ენაზე დაწერილ შეტყობინებაზე დიდხანს შეხებით ოფცია „თარგმნა“-ს არჩევა. ფუნქცია პირად ჩატებში, ჯგუფებში და არხებზეც კი მუშაობს.

Android-ის მომხმარებლები, ასევე, მთელი ჩატების ავტომატური თარგმანის ჩართვას შეძლებენ. ყველა თარგმანი პირდაპირ მოწყობილობაზე ხდება, ამიტომ WhatsApp-ს კონტენტზე წვდომა არ აქვს.

თარგმნის ფუნქცია Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის თანდათანობით იქნება ხელმისაწვდომი. Android ამჟამად ექვს ენას, კერძოდ, ინგლისურს, ესპანურს, ჰინდის, პორტუგალიურს, რუსულსა და არაბულს, ხოლო iOS 19-ზე მეტ ენას უჭერს მხარს. ეს სია დროთა განმავლობაში გაფართოვდება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). WhatsApp-მა შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია ჩართო. 16 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/whatsapp-მა-შეტყობინებების-თარგმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi