WhatsApp-ის უსაფრთხოების ყოფილმა ხელმძღვანელმა, კომპანია ინჟინრებისთვის ზოგიერთი მომხმარებლის მონაცემზე უკონტროლო წვდომის მინიჭებაში დაადანაშაულა. მას შემდეგ, რაც მან ამის შესახებ თავის ხელმძღვანელობას შეატყობინა, სავარაუდოდ, მის მიმართ რეპრესიები განხორციელდა, რამაც მისი სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია. ინფორმაციას Le Monde-ი ავრცელებს.
ფრანგული გამოცემის ცნობით, ორშაბათს, სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელის თანახმად, WhatsApp-ის უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი, ათაულა ბაიგი უჩივის შეტყობინებების გაცვლის მშობელ კომპანია Meta-ს და ადანაშაულებს კომპანიას კიბერუსაფრთხოების სტანდარტების სისტემატურ დარღვევაში. ასევე, გაფრთხილებების იგნორირებასა და მის მიმართ რეპრესიების განხორციელებაში.
მედიის ინფორმაციით, ბეიგი აცხადებს, რომ დაახლოებით 1500 ინჟინერს მომხმარებლის მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე და მან ეს ტესტების დროს აღმოაჩინა. მისი განმარტებით, ინჟინრებს შეეძლოთ მომხმარებლის მონაცემების, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციისა და პროფილის ფოტოების გადატანა ან მოპარვა ისე, რომ ამის დაფიქსირება ან გამოვლენა შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ მომხმარებლების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსი ხელმიუწვდომელი იყო.
ცნობისთვის, პლატფორმაზე შეტყობინებები ბოლომდეა დაშიფრული, რაც იმას ნიშნავს, რომ პრინციპში, WhatsApp-საც კი არ შეუძლია მისი სერვერებიდან გამავალი საუბრების ნახვა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ WhatsApp-ის უფროსმა უსაფრთხოების ინჟინერმა 2021 წლიდან 2025 წლამდე რამდენჯერმე წამოჭრა საკითხი ხელმძღვანელებთან, მათ შორის WhatsApp-ის ხელმძღვანელთან, უილ კატკარტთან და Meta-ს ხელმძღვანელთან, მარკ ცუკერბერგთან.
კომპანია აცხადებს, რომ ბეიგის გაფრთხილებები გათვალისწინებული იქნა, მაგრამ ისინი ძალიან ზოგად იყო.