ევროკავშირმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: Reuters

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭეს.

„რეპრესიები პასუხგაუცემელი ვერ დარჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი და ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც საკუთარი ხალხის ათასობით წარმომადგენელს კლავს, საკუთარი აღსასრულისკენ მიისწრაფვის“, – დასძინა მან.

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ევროკავშირმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 29 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროკავშირმა-ირანის-ისლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi