ირანში, ბანდარ აბასის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ირანში, ბანდარ აბასის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1,200 ადამიანი.

გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსმა” ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან მოიპოვა ინფორმაცია, რომ ნავსადგურში ნატრიუმის პერქლორატი აფეთქდა – ნივთიერება, რომელიც ბალისტიკური რაკეტების მყარი საწვავის ძირითადი შემადგენელია. ოფიციალური თეირანი ამ ინფორმაციას უარყოფს.

აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა პორტის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი. რეგიონში შეჩერდა სასწავლო პროცესი, გაუქმდა საჯარო ღონისძიებები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ირანში, ბანდარ აბასის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. 28 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ირანში-ბანდარ-აბასის-პორ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi