ვის შეეძლება გრიპის ვირუსზე უფასოდ აცრა და არის თუ არა ვაქცინა ხელმისაწვდომი სააფთიაქო ქსელებშიც

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
 

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

 

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

- Advertisement -
Ad imageAd image

დიაბეტის მქონე პირები;

დიალიზზე მყოფი პირები;

C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;

- Advertisement -
Ad imageAd image

აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;

ორსულები;

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;

ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

თუმცა, ჩამოთვლილი კატეგორიის გარდა, როგორც წესი, მოქალაქეებს შეუძლიათ, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში გრიპის ვაქცინა შეიძინონ. ინფორმაცია რამდენიმე მსხვილ სააფთიაქო ქსელში გადავამოწმეთ, თუმცა, ჯერჯერობით, ვაქცინა არ აქვთ.

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში კი განგვიცხადეს, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა. თუმცა, რა იქნება მისი ღირებულება, წინასწარ ინფორმაცია არ აქვთ.

 

 

https://youtube.com/@drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). ვის შეეძლება გრიპის ვირუსზე უფასოდ აცრა და არის თუ არა ვაქცინა ხელმისაწვდომი სააფთიაქო ქსელებშიც. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/vis-sheedzleba-gripis-virusze-uphasod-atsra-da-aris-thu-ara-vaqtsina-khelmisatsvdomi-saaphthiaqo-qselebshits/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi