„ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება მალე…“

ავტორი SheniAmbebi.ge
3 წუთიანი წაკითხვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა მალე იქნება.

„ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. მრავალი პროგრამის მიუხედავად, ეს დაავადება დღემდე წარმოადგენს არა მხოლოდ, რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემას, არამედ გლობალურ საკითხს, რადგან ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაახლოებით 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება.

ეს არის სიციალური დაავადება და მით მაღალია ავადობის შანსი, რაც უფრო დაბალ სოციალურ და ეკონომიკურ ფენას მიეკუთვნება ადამიანი. ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, მიუხედავად ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი).

ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს.გადამდებია ტუბერკულოზის ღია ფორმით დაავადებული ადამიანი, რომელიც გამოჰყოფს მიკობაქტერიებს. სხვა ფორმები არაა გადამდები და არ უნდა მოხდეს სტიგმატიზაცია.

 

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). „ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება მალე…“. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/tuberkulozis-vaqtsina-iqneba-male/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi