VIDEO: „ეს ნორმალურია? დედა აქვეყნებს ამ ვიდეოს, დიდი სიამაყით და აღფრთოვანებულია ამ ფაქტით!“ – დააჯარიმეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი საჭესთან დასვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
VIDEO: „ეს ნორმალურია? დედა აქვეყნებს ამ ვიდეოს, დიდი სიამაყით და აღფრთოვანებულია ამ ფაქტით!“ - დააჯარიმეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი საჭესთან დასვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვანი ავტომობილს მართავს. გავრცელებული ინფორმაციით, კადრები ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. ვიდეოს გავრცელებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

„ეს ნორმალურია? დედა აქვეყნებს ამ ვიდეოს, დიდი სიამაყით და აღფრთოვანებულია ამ ფაქტით! ამ ბავშვს ჯვარი ეწეროს, მაგრამ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უბიძგებენ მშობლები შვილებს ხიფათისკენ და უბედურებისკენ! გაიზრდება და მოასწრებს, ეს რა მარაზმია“ , – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაადგინეს და დააჯარიმეს ის პირი, რომელიც არასრულწლოვანს მანქანა სამართავად გადასცა. მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს შსს-ს ადასტურებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). VIDEO: „ეს ნორმალურია? დედა აქვეყნებს ამ ვიდეოს, დიდი სიამაყით და აღფრთოვანებულია ამ ფაქტით!“ – დააჯარიმეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი საჭესთან დასვა. 24 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/video-ეს-ნორმალურია-დედა-აქვე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi