შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოVariety-მ ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილის სამსახიობო ანსამბლის წევრების ვინაობა ექსკლუზიურად გაამხილა

Variety-მ ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილის სამსახიობო ანსამბლის წევრების ვინაობა ექსკლუზიურად გაამხილა

Variety-მ ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილის სამსახიობო ანსამბლის წევრების ვინაობა ექსკლუზიურად გაამხილა.

გამოცემამ დაადასტურა, რომ სურათში პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები – მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი) და ემილი ბლანტი (ემილი) დაბრუნდებიან.

მათ ასევე შეუერთდებიან ლუსი ლიუ, ჯასტინ ტერუ, ბი ჯეი ნოვაკი, სიმონ ეშლი და პოლინ შალამე. ასევე, კრეატიული დირექტორის, ნაიჯელის როლს დაუბრუნდება სტენლი ტუჩი, კენეტ ბრანა კი მირანდა პრისტლის ქმარს განასახიერებს.

ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო. ცნობილია სიუჟეტის დეტალებიც – სიქველში მირანდა პრისტლი გამოცემა „პოდიუმის“ გადარჩენას ცდილობს, რომელიც ბეჭდური მედიის პოპულარობის დაკარგვის გამო კრიზისშია.

პრემიერა 2026 წლის მაისში შედგება – ორიგინალური სურათის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ.

  ყოველწლიურად 5 მილიონამდე სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება - გიორგი ფხაკაძე იმუნიზაციის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი