Variety-მ ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილის სამსახიობო ანსამბლის წევრების ვინაობა ექსკლუზიურად გაამხილა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

Variety-მ ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილის სამსახიობო ანსამბლის წევრების ვინაობა ექსკლუზიურად გაამხილა.

გამოცემამ დაადასტურა, რომ სურათში პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები – მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი) და ემილი ბლანტი (ემილი) დაბრუნდებიან.

მათ ასევე შეუერთდებიან ლუსი ლიუ, ჯასტინ ტერუ, ბი ჯეი ნოვაკი, სიმონ ეშლი და პოლინ შალამე. ასევე, კრეატიული დირექტორის, ნაიჯელის როლს დაუბრუნდება სტენლი ტუჩი, კენეტ ბრანა კი მირანდა პრისტლის ქმარს განასახიერებს.

ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო. ცნობილია სიუჟეტის დეტალებიც – სიქველში მირანდა პრისტლი გამოცემა „პოდიუმის“ გადარჩენას ცდილობს, რომელიც ბეჭდური მედიის პოპულარობის დაკარგვის გამო კრიზისშია.

პრემიერა 2026 წლის მაისში შედგება – ორიგინალური სურათის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). Variety-მ ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილის სამსახიობო ანსამბლის წევრების ვინაობა ექსკლუზიურად გაამხილა. 9 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/variety-მ-ფილმის-ეშმაკი-ატარებს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi