პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიTikTok-იდან ტეილორ სვიფტის ყველა სიმღერა გაქრა - რა გახდა მიზეზი

TikTok-იდან ტეილორ სვიფტის ყველა სიმღერა გაქრა – რა გახდა მიზეზი

ტეილორ სვიფტის სრული მუსიკალური კატალოგი TikTok-იდან წაიშალა მას შემდეგ, რაც მუსიკალურ ინდუსტრიაში მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანია Universal Music Group-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორ კომპანიას შორის ლიცენზიის შეთანხმებას ვადა გაუვიდა, მისი განახლების გარეშე კი UMG საკუთარი არტისტების მუსიკას TikTok პლატფორმაზე აღარ განათავსებდა.

აღსანიშნავია, რომ UMG-ის ლეიბლის ქვეშ, სვიფტთან ერთად, სხვა ცნობილი შემსრულებლებიც, მათ შორის ჰარი სტაილსი, დრეიკი, ადელი და სხვები ერთიანდებიან, თუმცა 2 თებერვლის მონაცემებით TikTok-იდან მხოლოდ რამდენიმე მომღერლის დისკოგრაფია გაუჩინარდა და არა – ყველასი.

Universal Music Group-ის ღია წერილში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ TikTok-თან ლიცენზიის განახლებაზე უარი განაცხადა, რადგან სოციალური ქსელის წარმომადგენლები მუსიკალურ კომპანიას, წინა კონტრაქტთან შედარებით, ნაკლებად მომგებიან პირობებზე დათანხმებას სთხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში TikTok-ის შემოსავლები მხოლოდ იზრდება.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, TikTok-ის შეთავაზება არტისტებისთვის იმაზე ნაკლების გადახდას ითვალისწინებდა, ვიდრე სხვა მსხვილი სოციალური პლატფორმები. გარდა ამისა, UGM-ის ინფორმაციით, TikTok-იდან შემოსავალი მათი სრული მოგების მხოლოდ 1%-ია.

მუსიკალური კომპანიის საპასუხოდ კი TikTok-მა განცხადება გააკეთა, რომელშიც UGM-ს სიხარბეში ადანაშაულებს და შემსრულებლების ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. თუმცა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც Universal-ი ლიცენზიის გაგრძელებისგან თავს იკავებს, TikTok-ის პოლიტიკაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ახალისებს. პრობლემურია ვიდეო-პლატფორმის უსაფრთხოების სტანდარტებიც, რომელიც ბულინგის, სიძულვილის ენისა და შევიწროების შეზღუდვას ვერ უზრუნველყოფს.

ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება თუ არა TikTok-ს ცნობილი ჰიტები, ან რა ბედი ეწევათ ვიდეოებს, რომლებსაც ლიცენზირებული მუსიკის გამო ხმა სრულად გაეთიშათ. წყარო

  „მიხარია, რომ ისინი, ვინც ილანძღებიან და ვერ გვიგებენ, ჩვენს გარემოში არ ითვლებიან და კარგია, რომ მაგ კატეგორიის ხალხს არ მოვწონვართ…“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი