აშშ-ში წყვილმა ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩასახა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობა ორივე მშობელს შეუძლია - მოქმედი რეგულაციებით დედასა და მამას მისი გამოყენება ერთდროულად არ შეუძლიათ - რა თანხას უნაზღაურებს სახელმწიფო მშობიარეს და რა ვალდებულებები ეკისრება დამსაქმებელს

აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბავშვი პირველად ჩასახეს.

The Times-ი კოლუმბიის უნივერსიტეტის განაყოფიერების ცენტრის ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ მარტში, 38 წლის როზი 19-წლიანი წარუმატებელი მცდელობებისა და 15 უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლის შემდეგ დაორსულდა. მას ამაში ნეიროქსელი დაეხმარა, რომელიც ეაკულატში სპერმატოზოიდების აღმოჩენისთვის შეიქმნა. პროექტს STAR-ი (Sperm Track and Recovery – „სპერმის ძიება და ამოღება“) ჰქვია.

აშშ-ში უშვილობის შემთხვევების დაახლოებით 40% მამაკაცის ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ხოლო აზოსპერმია (ეაკულატში სპერმატოზოიდების სრული არარსებობა) ასეთ შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში გვხვდება. სპერმატოზოიდების მიკროსკოპით აღმოჩენა რთული ამოცანაა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისთვისაც კი. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ იპოვონ სპერმატოზოიდები, შეაგროვონ ისინი, შეინახონ, გაყინონ და შემდგომ კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის გამოიყენონ.

მეცნიერების განმარტებით, ერთ-ერთი ნიმუშის შემთხვევაში, მეცნიერები ორი დღის განმავლობაში იკვლევდნენ მასალას და ვერცერთი სპერმატოზოიდი ვერ იპოვეს, STAR-მა კი ერთი საათის განმავლობაში 44 აღმოაჩინა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ-ში წყვილმა ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩასახა. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-წყვილმა-ბავშვი-ხელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi