„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებულ თედო ბექაურს „დღის პოსტი“ სტუმრობდა. გადაცემაში მან ისაუბრა, როგორ გრძელდება ცხოვრება პროექტში გამარჯვების შემდეგ, როგორი მეუღლე და მამაა.
„ბავშვობაში ქვიშაში, ტალახში ვთამაშობდი ხოლმე.. მაგრამ, ძირითადად მარტო მიყვარდა ხოლმე თამაში. თვალის პრობლემა რომ მქონდა, სხვა ბავშვები დამცინოდნენ და მერჩივნა, მარტო ვყოფილიყავი. წარუმატებელმა დღეებმა მომცა იმის საშუალება, რომ ადამიანების სულიერი მდგომარეობა გამეცნო. ვის, რა შეუძლია და ფიქრები აქვს. ბევრ გაჭირვებასაც და პრობლემას შევეჯახე ცხოვრებაში, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ სულიერად და მორალურად არასდროს გავტეხილვარ. ჩემი მომავალი თაობა, ჩემი შვილი მოდის და არ მეშინია, რომ ვიღაც ეტყვის რომ მამაშენი არის ცუდი ადამიანი.
სიყვარულმა ერთგულება, ურთიერთპატივისცემა, გაყოფა მასწავლა.. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, ვინ შეგიყვარებს და ვის შეიყვარებ“, – აცხადებს თედო ბექაური.
კითხვაზე, სად შეასრულე შენი ცხოვრების მთავარი ცეკვა, ფილმში თუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – თედო ბექაური აცხადებს, რომ „ფილმში“.
„პირველი ცეკვა იყო ფილმში „გაღმა ნაპირი“, რომელმაც მომიტანა ზღვა სიყვარული. ამან მომიყვანა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, – ამბობს თედო.
როგორც თედოს მეუღლე ანი ხუციშვილი აცხადებს, რომ თედო იდეალური მამაა და ყველანაირად ცდილობს შვილს გვერდით დაუდგეს.
„ყველა სურვილს უსრულებს, არც უშლის ბევრ რამეს, ამ როლს მე მაკისრებს“, – ამბობს მეუღლე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „ბევრ პრობლემას შევეჯახე, მაგრამ მორალურად არასდროს გავტეხილვარ, სიყვარულმა ერთგულება, ურთიერთპატივისცემა მასწავლა, ცხოვრების მთავარი ცეკვა „გაღმა ნაპირში“ ვიცეკვე“ – თედო ბექაური. 3 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბევრ-პრობლემას-შევეჯახე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T14:32:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
