პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოThe Guardian: სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქ ჰამაზე შეტევა დაიწყეს

The Guardian: სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქ ჰამაზე შეტევა დაიწყეს

სირიელმა ისლამისტებმა ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქზე, ჰამაზე შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას THe Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, თუ შეტევა წარმატებული აღმოჩნდა, ამბოხებულები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჯარს საკვანძო მარშრუტს გადაუჭრიან, რომელიც დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს.

ისლამისტები ამტკიცებენ, რომ მათი შენაერთები ჰამადან 10 კილომეტრში იმყოფებიან. გზად მათ აგრეთვე ქალაქები მაარდისი და სორანი დაიპყრეს.

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორია” ამტკიცებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ამბოხებულებმა 10 სოფელი და დაბა დაიკავეს და ჰამას კარიბჭეს მიადგნენ. ისინი მას სამი მიმართულებიდან უტევენ.

სირიაში მდგომარეობა ნოემბრის ბოლოს ამბოხებულების მიერ ქალაქ ალეოზე შეტევის დაწყებით დაიძაბა. მოგვიანებით ასადის ჯარმა ქალაქი დატოვა და ისლამისტებს გადააბარა.

  ბალ­ტი­მო­რის ხიდს სატ­ვირ­თო გემი შე­ე­ჯა­ხა - რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი წყალ­ში ჩაც­ვივ­და, მაშველები შვიდ ადა­მი­ანს ეძე­ბენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი