The Guardian: სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქ ჰამაზე შეტევა დაიწყეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სირიელმა ისლამისტებმა ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქზე, ჰამაზე შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას THe Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, თუ შეტევა წარმატებული აღმოჩნდა, ამბოხებულები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჯარს საკვანძო მარშრუტს გადაუჭრიან, რომელიც დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს.

ისლამისტები ამტკიცებენ, რომ მათი შენაერთები ჰამადან 10 კილომეტრში იმყოფებიან. გზად მათ აგრეთვე ქალაქები მაარდისი და სორანი დაიპყრეს.

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორია” ამტკიცებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ამბოხებულებმა 10 სოფელი და დაბა დაიკავეს და ჰამას კარიბჭეს მიადგნენ. ისინი მას სამი მიმართულებიდან უტევენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

სირიაში მდგომარეობა ნოემბრის ბოლოს ამბოხებულების მიერ ქალაქ ალეოზე შეტევის დაწყებით დაიძაბა. მოგვიანებით ასადის ჯარმა ქალაქი დატოვა და ისლამისტებს გადააბარა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). The Guardian: სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქ ჰამაზე შეტევა დაიწყეს. 4 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/the-guardian-სირიელმა-ამბოხებულებმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi