სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიSteakhouse #1 — ახალი ადგილი სტეიკის მოყვარულებისთვის თბილისში

Steakhouse #1 — ახალი ადგილი სტეიკის მოყვარულებისთვის თბილისში

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე სასტუმროში, Radisson RED Tbilisi-ში, მაისში ახალი კულინარიული მიმართულება — Steakhouse #1 გაიხსნება.
ახალი სტეიკჰაუსი კლასიკური რეცეპტებისა და თანამედროვე, თამამი ქართული ელემენტების შერწყმით სტუმრებს სრულიად ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს.

Steakhouse #1 ყურადღებას ამახვილებს უმაღლესი ხარისხის ხორცზე, დახვეწილ ატმოსფეროსა და ნამდვილი გემოს გადმოცემაზე. სტუმრები შეძლებენ სტეიკის შეწვის ექვსივე დონის არჩევას, რაც მორგებულია ყველა გემოვნების მოყვარულზე.

გახსნასთან ერთად, Radisson RED Tbilisi წარადგენს ახალ მენიუსაც, რომელიც კლასიკურ და ინოვაციურ რეცეპტებს გააერთიანებს. Steakhouse #1 სტუმრებს შესთავაზებს როგორც ქართული წარმოების მაღალი ხარისხის საქონლის ხორცს, ასევე ამერიკული „ბლექ ანგუსის“ განსაკუთრებულ ვარიანტებს.

„Steak House N1 უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და Radisson RED-ში უკვე მეორე ფილიალით იქნება წარმოდგენილი.

მომხმარებლისთვის ძალიან საყვარელ გემოებთან ერთად, აქ სტუმრებს ძალიან საინტერესო სიახლეებსაც შევთავაზებთ.

ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქართული საქონლისა და ამერიკული „ბლექ ანგუსის“ ხორცს.მოეწყობა სპეციალური დღეებიც, როდესაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან ბიზონის, ნიანგის, ვაგიუს სტეიკები,“ — აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.

Steakhouse #1 განთავსებულია დავით აღმაშენებლის გამზირზე, საქართველოს ფოსტის ისტორიულ შენობაში. რესტორნის ინტერიერი აერთიანებს თანამედროვე დიზაინს და ინდუსტრიულ ელეგანტურობას, რაც კიდევ უფრო გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის.

Steakhouse #1- 1 მაისს გაიხსნევბა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  ამერიკიდან შემოსული ავტომობილების ფასები მალე გაიზრდება — რა უნდა იცოდე, სანამ იყიდი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი