სამშაბათი, აპრილი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedსტაფილოკოკი - სიმპტომები და მკურნალობა

სტაფილოკოკი – სიმპტომები და მკურნალობა

სტაფილოკოკურ ინფექციებს იწვევს სტაფილოკოკის ბაქტერიები, რომლებიც ხშირად გვხვდება ჯანმრთელი ადმაიანების კანზე ან ცხვირში. უმეტეს შემთხვევაში ეს ბაქტერიები არ იწვევენ პრობლემებს ან იწვევენ მსუბუქ კანის ინფექციას.

სტაფილოკოკური ინფექცია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს, თუ ბაქტერია მოხვდება სისხლში, სახსრებში, ძვლებში, ფილტვებში ან გულში. დღესდღეისობით ბევრ სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანს უვითარდება სიცოცხლისთვის საშიში სტაფილოკოკური ინფექციები.

სტაფილოკოკის დადგენისთვის საჭიროა ნიმუშია აღება.

სიმპტომები

სტაფილოკოკით ინფექცია ვლინდება სხვადასხვა სიმპტომებით, რომლებიც დაზიანებული უბნის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ინფექციის საერთო სიმპტომები:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • ჰიპერემია;
  • ფოლიკულიტი, აკნე, კარბუნკულოზი, ეგზემა;
  • შეშუპება;
  • რინიტი, სინუსიტი;
  • ქოლეცისტიტი;
  • ოსტეომიელიტი
  • ტოქსიკური შოკის სინდრომი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ხველა ჩირქოვანი ყვითელი-მწვანე გამონადენით;
  • მადის დაკარგვა;
  • ჩირქოვანი დაფა ნაზოფარინქსში და ნუშისებრი ჯირკვლების გადიდება.

სტაფილოკოკური ინფექციით კანის დაზიანება იყოფა რამდენიმე გამოხატულ დაავადებად, რომლებიც ხასიათდება საკუთარი სიმპტომებით:

  • ფლეგმონა: კანის სწრაფად გავრცელებული ჩირქოვანი დაზიანება, რომლის დროსაც დაზიანებული ადგილი ხდება შეშუპებული და ჰიპერემიული, ტემპერატურა იმატებს, უგულებელყოფილი ფორმა იწვევს ქსოვილის ნეკროზს.
  • პიოდერმია: ეპიდერმისის ზედა ფენების ინფექცია გამოიხატება ბუშტების სახით ჩირქით, იმატებს სხეულის ტემპერატურა.
  • პანარიტიუმი: დაზიანებული კანი ფრჩხილის ირგვლივ წითლდება, ჩნდება ტკივილი და ტემპერატურა.
  • ფურუნკულოზი: იწყება მცირე სიწითლით, რომლის დროსაც უჯრედები თანდათან იღუპება ცენტრალურ ნაწილში, სადაც ჩირქი იწყება.
  • სტაფილოკოკური სეფსისი: ინფექცია შედის სისხლძარღვში და ვრცელდება მთელ სხეულზე, რაც ახასიათებს აბსცესების ფართო ფორმირებას.

სტაფილოკოკის ბაქტერიამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ფურუნკული (იგივე ძირმაგარა);
  • იმპეტიგო;
  • ცელულიტი;
  • სტაფილოკოკური დათუთქული კანის სინდრომი.

ინფექცია გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

ოქროსფერი სტაფილოკოკის სიმპტომები

დააავადებების სიმპტომატიკა, რომლებიც გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით, განსხვავებულია და დამოკიდებულია ინფექციის წყაროს ლოკალიზაციიაზე, დაავადებული ადამიანის თანმხლები დაავადებების არსებობა- არარსებობაზე, მისი იმუნიტეტის მდგომარეობასა და გარე ფაქტორების ზემოქმედებაზე.

ოქროსფერი სტაფილოკოკით  კანის საფარის ინფიცირებისას კანზე ჩნდება იმპეტიგო, ჩირქოვანი გამონაყარი, ფლეგმონები, ფურუნკულები, კარბუნკულები ან აბსცესები.

თუ სტაფილოკოკური  ინფექცია ხვდება ცხვირის ან ყელის ლორწოვანის ეპითელიუმზე, ის ახდენს ანგინის, ოტიტის, სინუსიტის და სხვა ყელ-ყურ-ცხვირისა და ზედა სასუნთქი გზების ანთებით პათოლოგიების პროვოცირებას.

  მიხაილოვის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში

ოქროსფერი სტაფილოკოკით  ფილტვის დაზიანებისას ვითარდება სტაფილოკოკური პნევმონია, რომელიც ვლინდება  ქოშინითა  და ტკივილით გულმკერდის არეში, ორგანიზმის გამოხატული ინტოქსიკაციითა და ფილტვის ქსოვილში მრავლობითი ჩირქოვანი წარმონაქმნების ფორმირებით, რომლებიც თანდათან ტრასფორმირდებიან აბსცესებში. აბსცესის გასკდომის  შემთხვევაში პლევრის ღრუში ვითარდება პლევრის დაჩირქება (ემპიემა).

თუ ოქროსფერი სტაფილოკოკი ხვდება თავის ტვინის არეში, იგი ძირითადი მიზეზი ხდება მენინგიტის  ან ტვინის ვენების თრომბოფლებიტის განვითარებისა.

სტაფილოკოკური ინფექციით  ძვლის ინფიცირებისას  ვითარდება ოსტეომიელიტი, გულის ინფიცირებისას  – ენდოკარდიტი, თირკმელების – პიელონეფრიტი, ნაწლავის – დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ოქროსფერი სტაფილოკოკით ადამიანის ორგანიზმის დასნებოვნების ყველაზე მძიმე ფორმაა სეფსისი.

ოქროსფერი სტაფილოკოკის მკურნალობა

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციასთან საბრძოლველად, იყოფა ოთხ ჯგუფად:

  • მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავებას და ამით ეხმარებიან ორგანიზმს ბუნებრივი მდგრადობის ჩამოყალიბებაში ოქროსფერი სტაფილოკოკის  მიმართ;
  • წამლები სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგების საფუძველზე, რომლებიც განკუთვნილია ინფექციის წყაროს განადგურებისათვის ორგანიზმის იმუნური ძალების სტიმულაციის გარეშე;
  • ანტისეპტიკები და ანტიბიოტიკები;
  • ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელი საშუალებები

მკურნალობის სქემის შერჩევა მხოლოდ მკურნალი ექიმის კომპეტენციაა!

როგორ გადაეცემა ოქროსფერი სტაფილოკოკი

ყველაზე ხშირად ოქროსფერი სტაფილოკოკი ადამიანის ორგანიზმში ხვდება ჰემოდიალიზის, ინტრავენური კვების, ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას და ფილტვის ვენტილაციის დროს. გარდა ამისა, ინფექციური აგენტები შეიძლება გამრავლდენ სხვადასხვა კვების პროდუქტებზე და ამ გზით მოხვდნენ ორგანიზმში.

მაღალია ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირება  ხველებისა და დაცემინების დროს. არც თუ იშვიათია  დასნებოვნება დაზიანებული კანის საფარიდან.

ოქროსფერი სტაფილოკოკი ბავშვებში

სტაფილოკოკური ინფექციით ახალშობილის დაინფიცირება ხდება დედის რძიდან და დაზიანებული კანის საფარდან. გარდა ამისა, ორგანიზმის დაინფიცირება შესაძლოა მოხდეს  საყოფაცხოვრებო გზით, ჰიგიენური ნორმების უგულველყოფისას.

იმისათვის, რომ დავიცვათ ბავშვი ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირებისაგან, აუცილებელია:

  • დავიცვათ ჰიგიენის ნორმები
  • რეგულარულად დავამუშავოთ სათამაშოები სადეზინფექციო ხსნარებით
  • ჩავატაროთ ღონისძიებები, რომლებიც ამაღლებენ ბავშვის იმუნიტეტს
  • დროულად დავამუშავოთ ბავშვის ხელებზე ნაკაწრები ფუკორცინით ან ბრილიანტის მწვანით

ნებისმიერი სიმპტომის აღმოცენების დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, მხოლოდ დროული და პროფესიული მკურნალობა დაეხმარება ავადმყოფს აიცილოს დაავადების გამოვლინებები და მისი გართულებები.

  რა იწვევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი