სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოReuters: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 143 ბავშვი უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა

Reuters: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 143 ბავშვი უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 143 ბავშვი უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაინფიცირებულ ადამიანებს გრიპის ვირუსის მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ. მათ აღენიშნებოდათ მაღალი ცხელება, თავის ტკივილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის რეგიონში უკვე გააგზავნა მედიკოსები, რათა მათ დაავადების ნიმუშები შემდგომი კვლევებისთვის შეაგროვონ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიტუაცია სერიოზულია, რადგან დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება.

Reuters-ის მტკიცებით, ყველა ბავშვი გარდაიცვალა საკუთარ სახლში სათანადო მკურნალობის არმიღების გამო. შემთხვევას უკვე იკვლევს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

  ტაივანი აშშ-ში 155 მმ კალიბრის M109A7 თვითმავალ ჰაუბიცებს ყიდულობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი