Reuters: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 143 ბავშვი უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 143 ბავშვი უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაინფიცირებულ ადამიანებს გრიპის ვირუსის მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ. მათ აღენიშნებოდათ მაღალი ცხელება, თავის ტკივილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის რეგიონში უკვე გააგზავნა მედიკოსები, რათა მათ დაავადების ნიმუშები შემდგომი კვლევებისთვის შეაგროვონ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიტუაცია სერიოზულია, რადგან დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება.

Reuters-ის მტკიცებით, ყველა ბავშვი გარდაიცვალა საკუთარ სახლში სათანადო მკურნალობის არმიღების გამო. შემთხვევას უკვე იკვლევს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). Reuters: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 143 ბავშვი უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა. 4 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/reuters-კონგოს-დემოკრატიულ-რესპ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi