რას იწვევს გაზრდილი საეკრანო დრო და რამდენი ხანი შეიძლება გაატაროს ბავშვმა ეკრანთან.
მშობლები იყენებენ მას ბავშვის გასართობად, კვების წასახალისებლად, მოუცლელობის დროს ბავშვის დასამშვიდებლად, რის გამოც ის თანდათან ეჯაჭვება ეკრანს. ამ დროს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება პატარას თამაშისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია მისი განვითარებისათვის.
ეკრანის დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოქმნას და ზიანი მიაყენოს ბავშვების კოგნიტურ, ლინგვისტურ და სოციო-ემოციურ განვითარებას.
კვლევების თანახმად, რეგულარულად ერთ საათზე მეტი დროით ეკრანთან ყოფნა ბავშვებში იწვევს ენობრივი უნარების განვითარების სირთულეებს, ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ასეთ დროს ბავშვებს აქვთ არასაკმარისი ლექსიკური მარაგი, რაც ხელს უშლით ენის აღქმასა და პროდუცირებაში. უჭირთ აზრის გადმოცემა და სხვისი საუბრის გაგება, ახასიათებთ აგრესიული ქცევა, მარტივად ღიზიანდებიან და შესაძლოა ჰქონდეთ წონის და ძილის სირთულეები, შფოთვა და დეპრესია. მათ შეიძლება ჰქონდეთ სკოლაში აკადემიური სირთულეები და ურთიერთობის პრობლემებიც.
რა შეიძლება გავაკეთოთ
- გაიტანეთ კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვის ოთახიდან
- თავად შეზღუდეთ მისი თანდასწრებით კომპიუტერით და სმარტფონით სარგებლობის დრო მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
- ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, 2 წლამდე ასაკის პატარას შეხება არ უნდა ჰქონდეს ეკრანთან. 2 წლის ასაკიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო რეკონენდაცია კიდევ უფრო გაამკაცრა, ე.წ. უწყვეტი ჯდომის დრო კომპიუტერთან 1 საათამდე შემცირდეს ამ ასაკში.
- ნუ გამოიყენებთ ციფრულ მედიას ბავშვის გასართობად და კვების წახალისებისათვის, გართობისათვის. ამის ნაცვლად უფრო დიდი დრო დაუთმეთ მასთან თამაშს, სეირნობას, აქტიურ თამაშს სუფთა ჰაერზე. ასე ადრეული ასაკიდანვე შეამცირებთ კომპიუტერული დამოკიდებულების რისკს.
- ყურადღებას მიაქციეთ, რა ინტერნეტ-გვერდებზე აქვს წვდომა თქვენს შვილს.
- თუ თქვენი პატარა მთელ დღეს ძიძასთან ატარებს, თავიდანვე გააფრთხილეთ ის, რომ მოარიდოს პატარა ეკრანს.
აშშ პედიატრიის აკადემია მოუწოდებს მშობლებს, მასწავლებლებს და ექიმებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ საკითხებს. - ამავე ორგანიზაციის რეკომენდაციით, პედიატრი მოზარდის კონსულტაციისას უნდა სვამდეს 2 დამატებით კითხვას – რა დროს ატარებ ყოველდღიურად ეკრანთან და არის თუ არა შენს ოთახში კომპიუტერი ან ტელევიზორი.
მშობლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ეკრანთან გატარებული დროის მართვასა და შემცირებაში. მათ თავადაც უნდა აკონტროლონ საკუთარი დრო ეკრანთან და უზრუნველყონ ალტერნატიული აქტივობების შეთავაზება ბავშვებისთვის, რათა მინიმუმამდე შეამცირონ ეკრანთან დიდი დოზით ყოფნით გამოწვეული რისკები და ხელი შეუწყონ ბავშვის განვითარებას. ურთიერთობის ამგვარი სტილი დაეხმარებათ მშობლებს სწორად მოახდინონ ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქო-ემოციური განვითარება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). რამდენი ხანი შეიძლება გაატაროს ბავშვმა ეკრანთან | რატომ უნდა ვმართოთ ბავშვის საეკრანო დრო. 10 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/ramdeni-khani-sheidzleba-gaataros-bavshvma-ekranthan-ratom-unda-vmarthoth-bavshvis-saekrano-dro/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
