წელს, მხოლოდ მაისში თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1.358 მლნ შევიდა. ეს მაშინ, როდესაც აპრილში აღნიშნული სანქციებით ბიუჯეტი 726 854 ლარით შეივსო, მარტში – 515 992 ლარით, თებერვალში – 689 003 ლარით, ხოლო იანვარში 727 076 ლარით.
ამასთან, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მაისში, არასწორი პარკირებით დაწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 4 017 498 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 6 945 632 ლარი.
სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან სახელმწიფო ხაზინაში 72 796 755 ლარი შევიდა, რაც ერთ თვეში 18 456 757 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის იანვარ-აპრილში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სანქციებიდან ბიუჯეტში 54 339 998 ლარი შევიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ნახეთ, რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში თბილისში პარკირების ჯარიმებიდან. 23 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ნახეთ-რამდენი-ლარი-შევიდ/
