B ჰეპატიტი სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ ინფექციად და გლობალური ჯანდაცვის პრობლემად მიიჩნევა. მისი ქრონიკული ფორმის დროს იმატებს ღვიძლის ისეთ დაზიანებათა რისკი, როგორებიცაა ციროზი და კიბო. საბედნიეროდ, B ჰეპატიტი იშვიათად იძენს ქრონიკულ ხასიათს (ათიდან ცხრა შემთხვევაში), ხოლო ვაქცინა, რომელიც 1982 წლიდან გამოიყენება, შემთხვევათა 95%-ში ეფექტურია.
თუ ორსულად ხართ, შესაძლოა ვირუსი თქვენს პატარას მშობიარობის დროს გადაეცეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს თქვენი ორსულობის დროს.
თუ ბავშვს ვირუსი გადაეცემა და არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მას შეიძლება ხანგრძლივად ჰქონდეს ღვიძლის პრობლემები. ყველა ახალშობილმა, რომელსაც ჰყავს B ჰეპატიტით ინფიცირებული დედა, უნდა მიიღოს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და ჰეპატიტის ვაქცინა დაბადებისას და სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.
B ჰეპატიტი არ გადაეცემა
- ჰაერწვეთოვანი გზით (ხველებით, ცემინებით);
- დაბინძურებული წყლით;
- დაბინძურებული, ცუდად დამუშავებული საკვებით;
- ინფიცირებულთან ჩახუტებით;
- ინფიცირებულისთვის ხელის ჩამორთმევით;
- ინფიცირებულის გვერდით ჯდომით;
- საერთო ჭურჭლით.
B ჰეპატიტით დაავადებულ ქალს შეუძლია, ჩვილს ძუძუ აწოვოს, თუ ბავშვს დაბადებისთანავე გაუკეთებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინს (HBIG) და ვაქცინას.
სადღეისოდ საქართველოში მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები დაავადების ფორმის დასადგენად და მკურნალობის შესარჩევად. ამის შემდეგ პაციენტს უტარდება მკურნალობა თანამედროვე, მაღალეფექტური მედიკამენტებით, რომლებიც პაციენტებისთვის სრულიად უფასოა. განკურნების მაჩვენებელი აღემატება 95%-ს.
მკურნალობა
მწვავე B ჰეპატიტი მკურნალობას უმეტესად არ მოითხოვს. მთავარია საკვებით და სითხეებით ნუტრიციული ბალანსის შენარჩუნება. ქრონიკული B ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობა სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა სისხლის ანალიზებში ღვიძლის დაზიანების ნიშნები ჩანს. მათ შესაძლოა ანტივირუსული მედიკამენტები დაუნიშნონ, რათა შეფერხდეს ციროზის განვითარება და შემცირდეს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. ნებისმიერი სხვა წამლისა თუ საკვები დანამატის მიღების თაობაზე საქმის კურსში უნდა იყოს მკურნალი ექიმი.
ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პირიც დაბალანსებულ, ჯანსაღ კვებაზე უნდა იყოს. არ უნდა მოიმატოს წონა, რადგან სიმსუქნე ზრდის ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების (NAFLD) განვითარების რისკს, ეს უკანასკნელი კი – ღვიძლის დაზიანების ალბათობას. უნდა მოერიდოს ალკოჰოლსაც, რომელსაც ასევე შეუძლია, ღვიძლი უფრო მეტად დააზიანოს.
B ჰეპატიტის პრევენცია და პრევენციის სხვა მეთოდები
B ჰეპატიტის პრევენციის რამდენიმე გზა არსებობს:
- დაცული სქესობრივი კავშირი კონდომით;
- ნემსებისა და შპრიცების არასაზიაროდ გამოყენება;
- პირადი მოხმარების ბასრი ჰიგიენური ნივთების არასაზიაროდ გამოყენება;
- ვაქცინაცია – ვაქცინა 95%-ით ეფექტურია B ჰეპატიტის პრევენციისთვის. ვაქცინის გაკეთება სრულიად უფასოა იმ ადამიანებისთვის, ვინც PrEP მედიკამენტს იღებს ან ჩართულია არვ მკურნალობაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). B ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ. 10 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/b-hepatiti-is-rats-unda-vitsodeth/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
