შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს“- ზურაბ აზარაშვილი

„ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს“- ზურაბ აზარაშვილი

„მომავალი წლიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს“ , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“.

„ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის გვექნება სპეციალური დიაგნოსტიკის პაკეტი და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს ადრეულ დიაგნოსტიკას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო.  ამ წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

  9 თვეში საქართველომ $400 მლნ-მდე ღირებულების მედიკამენტები შეიძინა - მთავარი მომწოდებელი თურქეთია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი