მეცნიერებმა ქალებში “ჩუმი” კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საკვერცხის კიბო ხშირად “ჩუმ დაავადებად” იწოდება, რადგან მისი სიმპტომები ადვილად შეიძლება სხვა, ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობებს მიეწეროს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი ნიშნები საჭიროებს სამედიცინო ყურადღებას.

მუცლის შებერილობა — შესაძლო გამაფრთხილებელი სიგნალი

მუცლის მუდმივი შებერილობა შესაძლოა საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრ Moffitt Cancer-ზე დაყრდნობით წერს.

„მუცლის შებერილობის დროს პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი არის. ხშირად ამას არასწორ დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზული დაავადების მანიშნებელი იყოს”, — განმარტეს ექსპერტებმა.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

მედიკოსების თქმით, მუცლის პერიოდული შებერილობა ბევრ ადამიანს აწუხებს და ყოველთვის არ წარმოადგენს საგანგაშო მიზეზს. თუმცა, თუ სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

- Advertisement -
Ad imageAd image

საკვერცხის კიბოს სხვა სიმპტომები

ექიმებმა ხაზი გაუსვეს, რომ საკვერცხის კიბოს ხშირად „ჩუმ დაავადებას” უწოდებენ — პაციენტები ხშირად გვიანი ეტაპის დადგომამდე ვერც კი ამჩნევენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და არ აცნობიერებენ მათ სიმძიმეს. აღნიშნული დაავადების სხვა სიმპტომებს შორისაა:

წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). მეცნიერებმა ქალებში “ჩუმი” კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/metsnierebma-qalebshi-chumi-kibos-moulodneli-simptomi-daasakheles/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi