საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი და აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, ექიმი გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან სიახლეს აზიარებს საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის სფეროდან. მისი განცხადებით, ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი ჯანდაცვის ჯგუფი შეუერთდა აკრედიტაცია კანადას — ორგანიზაციას, რომელიც საქართველოშიც აქტიურად ფართოვდება.
Unimed Fortaleza შეუერთდა აკრედიტაცია კანადას
გიორგი ფხაკაძე წერს: „ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი ჯანდაცვის ჯგუფი, Unimed Fortaleza, შეუერთდა აკრედიტაცია კანადას. Unimed Fortaleza არის პირველი ყოვლისმომცველი ჯანდაცვის ჯგუფი ბრაზილიაში, რომელმაც აირჩია ერთი საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამის პროვაიდერი. ეს ნაბიჯი ადასტურებს მათ ერთგულებას უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებთან და საერთაშორისო გაიდლაინებთან შესაბამისობის მიმართ, რაც ბრაზილიაში ყოვლისმომცველი ჯანდაცვის ახალ სტანდარტს ადგენს.”
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ Unimed Fortaleza-ს ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოში აკრედიტაცია კანადას უკვე შეუერთდა 14 სამედიცინო დაწესებულება.
აკრედიტაცია კანადას შესახებ
აკრედიტაცია კანადა არის საერთაშორისო ორგანიზაცია 60-წლიანი გამოცდილებით სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში. ორგანიზაცია წარმოდგენილია 1000-ზე მეტი დარგის ექსპერტისგან, მოქმედებს 35-ზე მეტ ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით აკრედიტებული აქვს 12 000 სამედიცინო დაწესებულება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ accreditation.ge-ს.
როგორ დავიწყოთ აკრედიტაციისთვის მოსამზადებელი პროცესი
აკრედიტაციის პროცესი შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
პირველ რიგში, დაუკავშირდით გუნდს ელექტრონული ფოსტით: info@accreditation.ge. სპეციალისტები თქვენთან ერთად შეავსებენ განაცხადის ფორმას. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიიღებთ სახელშეკრულებო წინადადებას. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, შეთანხმებული პირობების მიხედვით, იწყება აკრედიტაციისთვის მოსამზადებელი პროცესი.
მოსამზადებელი პროცედურები
სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და პერსონალთან იმართება შეხვედრები და ტარდება ტრენინგები, რომლებიც მოიცავს აკრედიტაცია კანადას სტანდარტების, პროცედურებისა და ელექტრონული ინსტრუმენტის გაცნობას.
სამედიცინო დაწესებულების ხარისხის გუნდს ეძლევა რჩევები ძირითადი ხარვეზების გამოსავლენად და შეფასების ანგარიშის სწორი ინტერპრეტაციისთვის. ასევე ითვალისწინება რეგულარული, ინდივიდუალური შეხვედრები ხარისხის გუნდთან, სადაც გაიცემა რჩევები აკრედიტაცია კანადას ინსტრუმენტებსა და სტანდარტებში გასარკვევად.
თითოეულ სამედიცინო დაწესებულებას მიემაგრება ერთი გამოყოფილი სპეციალისტი საქართველოში აკრედიტაცია კანადას მრჩეველთა გუნდიდან. ხარისხის გუნდის ლიდერს შესაძლებლობა ექნება რეგულარულად დაუკავშირდეს ამ პირს და მიიღოს პერსონალიზებული მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info@accreditation.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი ჯანდაცვის ჯგუფი, Unimed Fortaleza, შეუერთდა აკრედიტაცია კანადას. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/braziliis-erth-erthi-udidesi-jandatsvis-jguphi-unimed-fortaleza-sheuerthda-akreditatsia-kanadas/

