ჯანმოში მარტოობის კომისია შეიქმნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ახალი კომისია შეიქმნა, რომელიც მარტოობის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ცნობიერებას გაზრდის. წერს The Guardian-ი.

კომისიას „სოციალური კავშირების საკითხებზე“ ამერიკელი ქირურგი ვივეკ მერტი უხელმძღვანელებს, რომლის თქმითაც, მარტოობასა და სოციალურ იზოლაციას ისეთივე ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას.

ჯანმოში მიიჩნევენ, რომ მარტოობა გლობალური პრობლემაა. სოციალური იზოლაცია და მარტოობა შფოთვის, დეპრესიის, დემენციის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკებს ზრდის და ხშირად სუიციდის მიზეზი ხდება.

„[მარტოობა] სცილდება საზღვრებს და ხდება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და განვითარების ყველა ასპექტზე,” – თქვა მპემბამ. ”სოციალურმა იზოლაციამ არ იცის ასაკი და საზღვრები.”

- Advertisement -
Ad imageAd image

საერთაშორისო კომისია მარტოობის საკითხზე 3 წლის განმავლობაში იმუშავებს. პირველი სხდომა დეკემბერში გაიმართება.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). ჯანმოში მარტოობის კომისია შეიქმნა. 20 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/janmoshi-martoobis-komisia-sheiqmna/

  „Innova Medical Center გადის აკრედიტაციას აკრედიტაცია კანადასთან. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“ - გიორგი ფხაკაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi