კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოFT: ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე,...

FT: ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე, თუ აშშ და ევროპა უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს შესთავაზებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე, თუ აშშ და ევროპა უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს შესთავაზებენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ჯგუფურ ჩატში გააკეთა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებზე… ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და სხვები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა და ევროპის ლიდერები მუშაობენ აშშ-ის მიერ შედგენილ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებსაც მოიცავს.

  მნიშვნელოვანი სიახლე: ჩინური HQ-9BE საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ახლა პაკისტანის შეიარაღებაშია, რაც ინდოეთს ახალ საფრთხეს უქმნის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი