FT: ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე, თუ აშშ და ევროპა უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს შესთავაზებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე, თუ აშშ და ევროპა უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს შესთავაზებენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ჯგუფურ ჩატში გააკეთა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებზე… ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და სხვები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა და ევროპის ლიდერები მუშაობენ აშშ-ის მიერ შედგენილ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებსაც მოიცავს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). FT: ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე, თუ აშშ და ევროპა უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს შესთავაზებენ. 18 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ft-ზელენსკი-აცხადებს-რომ-კი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi