„შესაძლო ტერიტორიული გადაწყვეტილებების საკითხი უკრაინის ხალხმა უნდა განსაზღვროს – არჩევნების ან რეფერენდუმის მეშვეობით“-ვოლოდიმირ ზელენსკი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლო ტერიტორიული გადაწყვეტილებების საკითხი უკრაინის ხალხმა უნდა განსაზღვროს – არჩევნების ან რეფერენდუმის მეშვეობით.

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ამერიკული მხარე დონბასის ნაწილზე ე.წ. „თავისუფალი ეკონომიკური“ ან, როგორც რუსები ამბობენ, „დემილიტარიზებული“ ზონის შექმნას სთავაზობს.

ამ გეგმის მიხედვით, უკრაინული ჯარები ტერიტორიის ნაწილიდან უნდა გავიდნენ, რუსული კი – იქ არ უნდა შევიდნენ.

ამავდროულად, მრავალი კითხვა რჩება, ამბობს ზელენსკი, კერძოდ – ვინ მართავს ამ ზონას, როგორი იქნება მონიტორინგის მექანიზმი, გაჰყავს თუ არა რუსეთს ჯარები სარკისებურ მანძილზე და „როგორ ავიცილოთ თავიდან რუსული ძალების შესაძლო ინფილტრაცია „სამოქალაქო პირების“ საფარქვეშ“.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლიანი და ეფუძნებოდეს ხალხის პოზიციას.

„მე მიმაჩნია, რომ ამ კითხვაზე პასუხს გასცემს უკრაინის ხალხი. არჩევნების ფორმატში თუ რეფერენდუმის ფორმატში, მაგრამ უნდა იყოს უკრაინის ხალხის პოზიცია“, – დასძინა მან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „შესაძლო ტერიტორიული გადაწყვეტილებების საკითხი უკრაინის ხალხმა უნდა განსაზღვროს – არჩევნების ან რეფერენდუმის მეშვეობით“-ვოლოდიმირ ზელენსკი. 12 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შესაძლო-ტერიტორიული-გად/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi