პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოChatGPT-ში მშობელთა კონტროლის ფუნქცია გაჩნდა

ChatGPT-ში მშობელთა კონტროლის ფუნქცია გაჩნდა

კომპანიამ OpenAI ჩატ-ბოტ ChatGPT-ისთვის მშობელთა მიერ შვილის კონტროლის ფუნქცია აამოქმედა. ახალი ფუნქცია მოზარდებისა და მათი მშობლების ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამისთვის ერთმა მხარემ შესაბამისი მოთხოვნა უნდა გააგზავნოს, მეორე კი მას დაეთანხმოს.

მშობლები შეძლებენ შეუზღუდონ მოზარდს წვდომა კონტენტის ნაწილზე, სურათების გენერირების ან რედაქტირების შესაძლებლობაზე, დააყენონ „სიჩუმის რეჟიმი“, აკონტროლონ, იმახსოვრებს თუ არა ChatGPT წინა ჩატებს, გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა ამ საუბრების გამოყენება OpenAI-ის მოდელების საწვრთნელად. თუმცა, კომპანიის განცხადებით, მშობლებს არ ექნებათ წვდომა მოზარდების ჩატების გაშიფვრაზე.

თუ ნეიროქსელს გაუჩნდება ეჭვი, რომ მოზარდი ფსიქოლოგიურ ან ემოციურ კრიზისშია, OpenAI-ის თანამშრომლები მშობლებს საგანგებო შეტყობინებას გაუგზავნიან.

ახალი ფუნქცია 16 წლის კალიფორნიელი მოსწავლის, ადამ რეინის ოჯახის მიერ OpenAI-სა და მისი გენერალურ დირექტორ სემ ალტმანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ფონზე გაჩნდა. 2025 წლის აპრილში ​რეინმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობის შესახებ ის ChatGPT-სთან რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა. რეინის ოჯახი ამტკიცებს, რომ ჩატ-ბოტმა ბიჭს თვითმკვლელობის დაგეგმვაში შეუწყო ხელი და სიკვდილამდე წერილის შედგენაც კი შესთავაზა.

  ალბანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი