კომპანიამ OpenAI ჩატ-ბოტ ChatGPT-ისთვის მშობელთა მიერ შვილის კონტროლის ფუნქცია აამოქმედა. ახალი ფუნქცია მოზარდებისა და მათი მშობლების ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამისთვის ერთმა მხარემ შესაბამისი მოთხოვნა უნდა გააგზავნოს, მეორე კი მას დაეთანხმოს.
მშობლები შეძლებენ შეუზღუდონ მოზარდს წვდომა კონტენტის ნაწილზე, სურათების გენერირების ან რედაქტირების შესაძლებლობაზე, დააყენონ „სიჩუმის რეჟიმი“, აკონტროლონ, იმახსოვრებს თუ არა ChatGPT წინა ჩატებს, გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა ამ საუბრების გამოყენება OpenAI-ის მოდელების საწვრთნელად. თუმცა, კომპანიის განცხადებით, მშობლებს არ ექნებათ წვდომა მოზარდების ჩატების გაშიფვრაზე.
თუ ნეიროქსელს გაუჩნდება ეჭვი, რომ მოზარდი ფსიქოლოგიურ ან ემოციურ კრიზისშია, OpenAI-ის თანამშრომლები მშობლებს საგანგებო შეტყობინებას გაუგზავნიან.
ახალი ფუნქცია 16 წლის კალიფორნიელი მოსწავლის, ადამ რეინის ოჯახის მიერ OpenAI-სა და მისი გენერალურ დირექტორ სემ ალტმანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ფონზე გაჩნდა. 2025 წლის აპრილში რეინმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობის შესახებ ის ChatGPT-სთან რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა. რეინის ოჯახი ამტკიცებს, რომ ჩატ-ბოტმა ბიჭს თვითმკვლელობის დაგეგმვაში შეუწყო ხელი და სიკვდილამდე წერილის შედგენაც კი შესთავაზა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ChatGPT-ში მშობელთა კონტროლის ფუნქცია გაჩნდა. 1 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/chatgpt-ში-მშობელთა-კონტროლის-ფუ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T11:26:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
