ChatGPT ზრდასრული მომხმარებლებისთვის ეროტიკულ კონტენტს დაუშვებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

OpenAI ჩატბოტ ChatGPT-ზე უფრო ფართო სპექტრის კონტენტის, მათ შორის ეროტიკის დაშვებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის, სემ ალტმანის თქმით, ეს არის მცდელობა, „ზრდასრულ მომხმარებლებს ზრდასრულებივით მოექცნენ“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ალტმანმა აღნიშნა, რომ ჩატბოტის მომავალ ვერსიებს საშუალება ექნება მისი ქცევა ადამიანისას უფრო მიამსგავსოს, „მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ეს გსურთ და არა იმიტომ, რომ ჩვენ ჩატის გამოყენების მაქსიმალურად გაზრდას ვცდილობთ“.

სპეციალისტების მოსაზრებით, შესაძლოა ეს ნაბიჯი OpenAI-ს მეტი ფასიანი გამომწერის მოზიდვაში დაეხმაროს. ამავე დროს, ეს სავარაუდოდ გააძლიერებს ზეწოლას კანონმდებლებზე, რომ ჩატბოტ- კომპანიონებზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესონ. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ OpenAI-ის გადაწყვეტილება, პლატფორმაზე ეროტიკული შინაარსის დაშვების შესახებ, ხაზს უსვამს მეტი რეგულაციის აუცილებლობას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ChatGPT ზრდასრული მომხმარებლებისთვის ეროტიკულ კონტენტს დაუშვებს. 16 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/chatgpt-ზრდასრული-მომხმარებლებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi