როდის გამოიდარებს საქართველოში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, შაბათი-კვირა საქართველოში წვიმიანი იქნება, ხოლო ორშაბათიდან გამოიდარებს.

„13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ნალექი, 14 ოქტომბერს საღამოს საათებში ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და 15-ში გამოიდარებს. ასე, რომ გაითვალისწინეთ! 13 ოქტომბრის დღის ბოლოდან – 14 ოქტომბრის საღამომდე საქართველოში ძლიერი ნალექი მოვა, შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ნეგატივებთან, როგორიცაა; უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყრული პროცესების გააქტიურება, ტრანსპორტის შეფერხება. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ.“ – წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). როდის გამოიდარებს საქართველოში. 14 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როდის-გამოიდარებს-საქარ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi