ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ოქსფორდში ქირურგებმა ბრიტანეთში საშვილოსნო ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩაატარეს. წერს BBC .

34 წლის ქალს თავისი 40 წლის დის ორგანო გადაუნერგეს. მათი ვინაობა არ ხმაურდებოდა. ოპერაციას 17 საათის განმავლობაში ექიმების 20-კაციანი ჯგუფი ატარებდა. მათი თქმით, ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა, ოპერაციიდან 2 კვირაში პაციენტს პირველი მენსტრუაციაც დაეწყო.

ქალი იშვიათი მდგომარეობით, – მეიერ-როკიტანსკი-კიუსტერ-ჰაუსერის პირველი ტიპის სინდრომით დაიბადა, რა დროსაც საშვილოსნო ან არ აქვთ, ან განუვითარებელია, საკვერცხეები ფუნქციონირებს.

პაციენტი და მისი ქმარი ბავშვების გაჩენას გეგმავენ. ოპერაციამდე მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარეს და უკვე 8 ემბრიონი აქვთ.

ექიმების თქმით, როგორც ნებისმიერი ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ქალს იმუნოდეპრესიული პრეპარატების მიღება მოუწევს, რაც ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ამიტომ მაქსიმუმ ორი ორსულობის შემდეგ მას საშვილოსნოს ამოკვეთენ.

დონორის დას უკვე ჰყავს 2 შვილი და მეტის გაჩენას არ აპირებდა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს. 7 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/britanethshi-eqimebma-qals-thavisi-uphrosi-dis-sashvilosno-gadaunerges/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi