თბილისმა მასშტაბურ საქმიან ღონისძიებას უმასპინძლა — B2B Summit by Tarifa წარმატებით დასრულდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, 2-დღიან ღონისძიებაზე თბილისში 50-ზე მეტი მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ბაიერი ესტუმრა ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია საქართველოდან.
B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში გაიმართა:
- 1000-ზე მეტი B2B შეხვედრა ქართულ კომპანიებსა და უცხოელ ბაიერებს შორის;
- გაცნობითი ტურები ევროპული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს სხვადასხვა დანიშნულების ადგილებში;
- სასტუმროების და ღონისძიების სივრცეების ინსპექტირების ტურები, რათა უცხოელი პარტნიორები ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის ინფრასტრუქტურას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თქმით:
““სამიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს სასტუმროები, დანიშნულების ადგილები, გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, გამართეს ბიზნეს შეხვედრები ქართველ პარტნიორებთან, რომ საქართველოში, საქმიანი ტურიზმის ფარგლებში ღონისძიებები გამართონ და მეტი ტურისტული ჩამოიყვანონ“
სამიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა:
- გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომერციული შეთანხმება;
- დაიგეგმა მსხვილი ჯგუფების ჩამოყვანა საქართველოში შემოდგომაზე და 2026 წელს;
- დაისახა მიზანი — საქართველოში ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის საქმიანი ღონისძიებები, რომელშიც ადგილობრივი სასტუმროები და ტურისტული სერვისის მიმწოდებლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი.
Tartifa-ს კონგრესის ხელმძღვანელმა, მაჩიეჟ ვოიჩჟიკმა, აღნიშნა:
“სამიტის ფარგლებში ათასზე მეტი შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა კონტრაქტებიც, ეს სამიტი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა სერვისის მომწოდებლებისთვის, სასტუმროებისა და დანიშნულების მართვის კომპანიებისთვის. „ბაიერებმა“ ძალიან კარგი პარტნიორები შეიძინეს ქართული კომპანიების სახით. ქართულმა სტუმარმასპინძლობამ დიდ წარმატებას მიაღწია”
კომპანია Tarifa არის პროფესიონალური კონგრესის ორგანიზატორი კომპანია (PCO), რომელიც 25 წელია წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე.
ის აწყობს მსხვილ ღონისძიებებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა:
- დიდი ბრიტანეთი,
- გერმანია,
- პოლონეთი,
- არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვები.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია