American Airlines-ის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა – ერთ-ერთში კონგრესის სულ მცირე ორი წევრი იმყოფებოდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1,"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ვაშინგტონში, American Airlines-ის ორი თვითმფრინავი რონალდ რეიგანის ნაციონალურ აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ერთი თვითმფრინავის ფრთა მეორეს გამოედო, რის შედეგადაც თვითმფრინავები დაზიანდნენ.

მედიის ცნობით, ერთ-ერთ თვითმფრინავში კონგრესის სულ მცირე ორი წევრი იმყოფებოდა.

ნიუ-იორკელმა რესპუბლიკელმა, ნიკ ლალოტამ განაცხადა, რომ არავინ დაშავებულა, როდესაც მათი გაჩერებული თვითმფრინავის ფრთა მეორე თვითმფრინავს გამოედო და ფრთა დაუზიანა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, 29 იანვარს, ვაშინგტონში, რეიგანის აეროპორტთან ახლოს ავიაკატასტროფას 67 ადამიანი შეეწირა, როდესაც არმიის ვერტმფრენი ჰაერში თვითმფრინავს შეეჯახა და ორივე მათგანი მდინარეში ჩავარდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). American Airlines-ის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა – ერთ-ერთში კონგრესის სულ მცირე ორი წევრი იმყოფებოდა. 11 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/american-airlines-ის-ორი-თვითმფრინავი-ერ/

  დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება - რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi