„მე როგორც დედას კითხვა მაქვს…“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
„ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს... ვერ გამოძვრება! რთი წამითაც არ იფიქროს ვინმემ, რომ შერჩება“ - რას წერს 17 წლის დავით ნარიმანიძის დეიდა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა წერს, რომ დღეს მის შვილს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩაებარებინა და ბრალდებულის ოჯახს მიმართავს.

როგორც ეკა მხატვრიშვილი აღნიშნავს, მისი ერთადერთი იმედი ახლა სამართლიანობის აღდგენაა.

„დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი იმედით ელოდა. მაგრამ დღეს ეს ჩემთვის სიხარულის დღე აღარ არის…მკვლელმა ეს მნიშვნელოვანი დღე ტრაგედიად აქცია. მე როგორც დედას [დედასთან] კითხვა მაქვს რატომ? რატომ გაზარდა მკვლელი შვილი?ჩემი შვილის სიცოცხლე ვერაფერი დამიბრუნებს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენაჩემი ერთადერთი იმედია.ჩემო სუნთქვა დათო დე დედა არასოდეს დაგივიწყებს. შენ ცხოვრების ყველაგამოცდა კაცურად ჩააბარე “, – წერს ეკა მხატვრიშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „მე როგორც დედას კითხვა მაქვს…“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 6 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მე-როგორც-დედას-კითხვა-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi