პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენით, 4 მილიონი ლარის ქონება ჩამოერთვათ

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სამი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე ამოღებულია დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული უძრავი ქონებები.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც პროკურატურამ ამოიღო და დააყადაღა, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მისი ინტერესების შესაბამისად დასრულების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

შემდგომში ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, მსჯავრდებულებმა ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე ძვირად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინეს, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ მოპოვებული აქტივები, თანხა და უძრავ-მოძრავი ქონება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენით, 4 მილიონი ლარის ქონება ჩამოერთვათ. 22 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პროკურატურის-წარდგენილი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T09:06:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi