შავ ზღვაზე, ბათუმის სანაპიროსთან, სერიოზული საზღვაო ავარია მოხდა — 3 სექტემბერს ორი კატერი სიჩქარეზე ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად მძლავრი იყო, რომ კატერებზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ზღვაში ჩავარდა. სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტზე სწრაფად რეაგირება მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ — დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ძიება მიმდინარეობს, ხოლო ავარიის ზუსტი გარემოებები და კატერების მართვაზე პასუხისმგებელი პირები დგინდება.
Sheni Ambebi News
წყარო: on.ge

