მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მგზავრების მიღება და მუშაობა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
“მეტროსადგურ სარაჯიშვილის ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა”. – წერია კომპანიის განცხადებაში.
ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური სარაჯიშვილი მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მგზავრების მიღება განახლდა. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მეტროსადგურ-სარაჯიშვილზ/
