ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაინტერნეტში გადაჭარბებული ყოფნა სტრესის დონის მატებას, განწყობის გაუარესებასა და სხვა საქმიანობების უგულებელყოფას...

ინტერნეტში გადაჭარბებული ყოფნა სტრესის დონის მატებას, განწყობის გაუარესებასა და სხვა საქმიანობების უგულებელყოფას იწვევს

ინტერნეტში გადაჭარბებული ყოფნა სტრესის დონის მატებას, განწყობის გაუარესებასა და სხვა საქმიანობების უგულებელყოფას იწვევს, – ასეთ დასკვნამდე დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ, რომელთა კვლევაც ჟურნალში PLOS One გამოქვეყნდა.

2025 წელს სპეციალისტებმა გერმანიის 900 სრულწლოვანი მცხოვრები გამოკითხეს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ითამაშეს ვიდეოთამაშები, უყურეს პორნოგრაფიას, გამოიყენეს სოციალური ქსელები ან გააკეთეს ონლაინ-შესყიდვები. ამ მოქმედებების სიხშირის მიხედვით, მათი ინტერნეტ-აქტივობა სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიაკუთვნეს: პათოლოგიური, რისკის შემცველი ან არაპრობლემური. პრობლემურ მოხმარებად (რომელიც მოიცავს პათოლოგიურსა და რისკის შემცველს) ითვლებოდა ონლაინ-სერვისების გადაჭარბებული გამოყენება, რაც ფუნქციურ დარღვევებსა თუ დისტრესს იწვევდა.

ორი კვირის განმავლობაში მონაწილეები ყოველ საღამოს გადიოდნენ შეფასებას. ისინი აზიარებდნენ ინფორმაციას საკუთარი განწყობის, სტრესის დონის, ინტერნეტში შესვლის სურვილისა და ქსელში გატარებული საერთო დროის შესახებ. ასევე იზომებოდა ინტერნეტიდან მიღებული სიამოვნება და ის, თუ რამდენად იგნორირდებოდა ამის გამო სხვა აქტივობები.

აღმოჩნდა, რომ მონაწილეები ინტერნეტის პრობლემური მოხმარების შედარებით მძიმე ფორმებით უფრო ხშირად განიცდიდნენ ცუდ განწყობას, ძლიერ სტრესს, მეტ დროს ატარებდნენ ქსელში და უგულებელყოფდნენ ცხოვრების სხვა სფეროებს. ინტერნეტის გამოყენების გაგრძელების მთავარ მამოძრავებელი ძალა ცდუნება აღმოჩნდა, ხოლო სიამოვნებისა და შვების შეგრძნებები განმამტკიცებელ ფაქტორებად გვევლინებოდა.

„ონლაი-აქტივობებით დაკავებას განსაზღვრავს არა იმდენად თვითონ სტრესი ან განწყობა, არამედ წამიერი სურვილი შეხვიდე ინტერნეტში“, – აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, ანდრეას ოლკერმა. მან დასძინა, რომ დამოკიდებული ადამიანები ქსელში გატარებულ დროს შესაძლოა ჯილდოდ აღიქვამდნენ.

ოლკერის თქმით, იმ მიზეზების გაგება, რის გამოც პრობლემური მოხმარებისკენ მიდრეკილი ადამიანები გარკვეულ მომენტებში ინტერნეტში შედიან, პრევენციისა და მკურნალობის უფრო ეფექტური სტრატეგიების შესამუშავებლად არის აუცილებელი.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანების დახმარება ცდუნების მომენტების ამოცნობასა და მართვაში შესაძლოა უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე მხოლოდ სტრესსა თუ განწყობაზე კონცენტრირება“, – დასძინა მან.

შედეგებმა დაადასტურა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ყოველდღიური სტრესი, განწყობა და ცდუნება იძლევა ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების პროგნოზირების საშუალებას. ეს ფაქტორები ასევე მოქმედებს მიღებულ სიამოვნებაზე, შვებასა და სხვა საქმიანობების უგულებელყოფაზე. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უარყოფით შედეგებს იწვევს მხოლოდ პრობლემური ან გადაჭარბებული გამოყენება და არა ინტერნეტი მთლიანობაში.

  ტრაგედია თბილისში - 17 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე პროცენტს უვითარდება მოხმარების პათოლოგიური მოდელები. ინტერნეტით სარგებლობას მოაქვს სიხარული, გართობა ან სტრესისგან შვება, თუ ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სფეროები სისტემატურად არ იგნორირდება“, – განმარტა კვლევის თანაავტორმა, სილკე მ. მიულერმა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.