პარასკევი, ივნისი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიცხოვრება გარდაცვალების შემდეგ - სამი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებისათვის

ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ – სამი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებისათვის

ერ­თა­დერ­თი ნივ­თი, რო­მე­ლიც მიც­ვა­ლე­ბულს საფ­ლავ­ში უნდა ჩა­ვა­ყო­ლოთ, არის ნა­კურ­თხი ჯვა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ნი­სა­მო­სი­სა და სხვა­დას­ხვა ნივ­თის საფ­ლავ­ში ჩა­ტა­ნე­ბას – ეს მხო­ლოდ ცრურ­წმე­ნაა და რე­ლი­გი­ას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს. მსგავ­სი ქმე­დე­ბა არის და­კარ­გუ­ლი მად­ლი, რო­მე­ლიც შეგ­ვეძ­ლო, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის სა­ხით გაგ­ვე­ცა.

ეკ­ლე­სი­უ­რი მო­ძღვრე­ბით, რო­დე­საც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი შინ ას­ვე­ნია, და­უშ­ვე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა, რად­გან ეს უდი­დეს ტან­ჯვას ანი­ჭებს გარ­დაც­ვლი­ლის სულს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით, გარ­დაც­ვი­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე იკი­თხე­ბა ფსალ­მუ­ნე­ბი და იგა­ლო­ბე­ბა სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბი, რაც მის სულს სიმ­შვი­დეს ანი­ჭებს.

აზრი საფ­ლა­ვის ორ­მო­ცამ­დე მო­წყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ცრურ­წმე­ნაა. მთა­ვა­რია, საფ­ლავ­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვის­თა­ნა­ვე აღი­მარ­თოს ჯვა­რი – სიმ­ბო­ლო ხსნი­სა. რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი ბრძა­ნე­ბენ, უჯვრო საფ­ლავს ეშ­მა­კე­ბი ეპატ­რო­ნე­ბი­ან.

ხა­ტე­ბის გვერ­დით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­რა­თის მო­თავ­სე­ბა არა­ეკ­ლე­სი­უ­რია.

პირველი ორი დღის განმავლობაში სული შედარებით თავისუფალია და შეუძლია ეწვიოს იმ ადგილებს დედამიწაზე, რომლებიც მისთვის ძვირფასია, მესამე დღეს ის გადადის სხვა სფეროში.

სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეების გავლა მოუწევს. იქ მას ეშმაკები ელიან, ახსენებენ და პასუხს სთხოვენ მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ უხამს საქციელზე, ისეთზეც, რომელიც ადამიანს აღარც კი ახსოვს. სულს ამ რთულ გზაზე მფარველი ანგელოზიც ახლავს და მის დაცვას ცდილობს. სწორედ სიცოცხლეში ქმნილმა სიკეთემ და ახლობლების ლოცვამ უნდა გადაალახინოს სულს ეს საშინელი საზვერეები. თუ ადამიანმა სიცოცხლეშივე აღიარა ცოდვები და გულით მოინანია ისინი.

ადამიანის გარდაცვალებიდან 3 დღის განმავლობაში სული სხეულთან ერთადაა, ის ხედავს ვინ მოდის, როგორ ტირის, რას ფიქრობს. შემდეგ, ჩამოდის ანგელოზი, თუ ადამიანი მოუნათლავია, ან თავი მოიკლა, ანგელოზი პირდაპირ მიათრევს სულს და აგდებს ჯოჯოხეთში…
თუ მონათლულია და თავი არ მოიკლა 6 დღე ათვალიერებინებს სამოთხეს, მე 40 დღეს წარსდგება უფლის წინაშე და თუ ადამიანს არ ჰქონდა მომაკვდინებელი ცოდვა – მისი სული სამოთხეში წავა, თუ არა ჯოჯოხეთში, გააჩნია ცოდვებს და ჯოჯოხეთის რომელ საფეხურზე მოხვდები…

მიცვალებულთა ხსენება მნიშვნელოვანი რიტუალია მართლმადიდებლობაში, რომელიც ექვემდებარება ეკლესიის გარკვეულ წესებსა და კანონებს. ამ კანონების მიხედვით, ხსენება არ შემოიფარგლება მხოლოდ გარდაცვალების დღით და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორიცაა გარდაცვალების შემდეგ მე-3, მე-9 და მე-40 დღე.

საზვერეების წარმატებით გავლის შემდეგ სულისათვის ჯერ კიდევ უცნობია სად დარჩება იგი. დარჩენილი 37 დღის განმავლობაში იგი კვლავ მოივლის ცათა სასუფევლისა და ჯოჯოხეთის უფსკრულებს. მეორმოცე დღეს კი მას მიეჩინება ადგილი მკვდრეთით აღდგომამდე.

სამი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი

გასაღებად ითვლება მესამე დღე, როდესაც სული პირველად მიმართავს უფალს. ამ დროს იგი ათავისუფლებს თავს მიწიერი ხეტიალებისა და მიჯაჭვულობისგან, ამაღლდება სულიერ სფეროებში. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესამე დღეს გამართული ხსოვნის ვახშამი და რიტუალი, რომელიც ეხმარება სულს, დატოვოს ცოცხალთა სამყარო.

მეცხრე დღე მეორე წამია ღმერთის წინაშე. სული ზეციურ ადგილებშია, ამოწმებს მართალთათვის განკუთვნილ საცხოვრებლებს და ნანობს თავის ნაკლოვანებებსა და გაუგებრობას. მეცხრე დღეს სამგლოვიარო ვახშამი მიზნად ისახავს ღმერთის დამშვიდებას და მიცვალებულისთვის ლოცვას.

მეორმოცე დღე ხდება მესამე მომენტი ღმერთის წინაშე, სადაც ქვესკნელის სული ხედავს ცოდვილთა ტანჯვას. მე-40 დღეს დგება უკანასკნელი განაჩენი, რაც ამ თარიღს საკვანძოდ აქცევს. ახლობლები ლოცულობენ სულისთვის, ცოდვების გამოსყიდვისთვის და გარდაცვლილის კარგი საქმეების გახსენებაზე.

მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებების დაცვა მოიცავს მისთვის ლოცვას, პანაშვიდს, გარდაცვლილის ცხედრის განწმენდას, დაკრძალვისთვის მომზადებას, საფლავის გათხრას და ბოლოს დაკრძალვას. ეს ნაბიჯები ეხმარება ნათესავებს დაემშვიდობონ ადამიანს, რომელიც სხვა სამყაროში გადავიდა და მისი სული სამოთხის სივრცეებში მიიყვანოს.

მიცვალებულთა ხსენება მეცხრე დღეს არის პერიოდი, რომლის დროსაც ხდება მეორე წარდგომა ღვთის წინაშე. სული, რომელიც გადარჩა მესამიდან მეცხრე დღემდე, სამოთხეშია, სადაც ეცნობა მართალთათვის განკუთვნილ ადგილებს. ამ დროის განმავლობაში ის იკვლევს თავის ქმედებებს და ნანობს თავგანწირვის ნაკლებობას ცხოვრებაში. გარდაცვლილის ბედის შესამსუბუქებლად და ახლობლებისთვის ნუგეშისცემის მიზნით მეცხრე დღეს იმართება სამახსოვრო ვახშამი.
მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებები ამ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია კეთილი სიტყვების თქმა და გარდაცვლილის სულისთვის ლოცვა. სამახსოვრო ვახშმის მოწყობა, როდესაც საყვარელი ადამიანები იკრიბებიან და დროს თბილ გარემოში ატარებენ, ამ პერიოდის განუყოფელი ნაწილია. საფლავის მონახულება, ტაძარში წირვის შეკვეთა და საჩუქრების დატოვება ასევე შედის იმ რიტუალებში, რომლებიც გარდაცვლილის სულის ნუგეშისცემას უწყობს ხელს.

მეორმოცე დღეს სახლში გარდაცვლილის ხსოვნის აღნიშვნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახლობლები იკრიბებიან და იხსენებენ მიცვალებულებს. ამ დღეს კვება უნდა იყოს განსაკუთრებული, მაგრამ ამავე დროს მარტივი და მოკრძალებული.

მნიშვნელოვანი ასპექტია ამ დღეს ალკოჰოლის დალევის თავიდან აცილება. ეს განიხილება გარდაცვლილისა და მისი სულის პატივისცემაში და ასევე არის ღვთისმოსავი რიტუალის ნაწილი.

სულ 20 საზვერეა. ესენია:

I საზვერე – უქმად მეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის ცოდვა (აქ ყველაფერზე მოთხოვენ პასუხს, რაც კი ოდესმე ცუდი უთქვამს, თუკი ვინმესთვის დაუცინია და სხვა)

II საზვერე – სიცრუის ცოდვა

III საზვერე – განკითხვისა და ცილისწამების ცოდვა

IV საზვერე – ნაყროვანებისა (მარხვის გატეხა, ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა

V საზვერე – სიზარმაცის ცოდვა

VI საზვერე – ქურდობის ცოდვა

VII საზვერე – სიძნუწისა და ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა

VIII საზვერე – ანგარების ცოდვა (მექრთამეობა და მლიქვნელობა)

IX საზვერე – ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა

X საზვერე – შური

XI საზვერე – ამპარტავნება

XII საზვერე – მრისხანება

XIII საზვერე – ძვირსხსენების ცოდვა ანუ ავის ლაპარაკი

XIV საზვერე – ავაზაკობის ცოდვა

XV საზვერე – ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა

  ბანანის და სელის ცილოვანი მაფინის მიქსი

XVI საზვერე – სიძვის ცოდვა

XVII საზვერე – მრუშობის ცოდვა

XVIII საზვერე – სოდომის ცოდვა (აქ სისხლის აღერვა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ ლაპარაკიც კი სამარცხვინოა)

XIX საზვერე – კერპთაყვანისმცემლობისა და ყოველგვარი მწვალებლობისა

XX საზვერე – ულმობელობა და ყოველვარი სისასტიკე

თუ ამ საზვერეეებს გადალახავს, სული სასუფეველში მოხვდება.

გარდაცვლილებზე ლოცვა

თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლიტურგიაზე მოხსენიება, ამისათვის მოგითხრობთ ერთ შემთხვევას. წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის განდიდებამდე (1896 წ.) მღვდელმონაზონი – სახელგანთქმული ბერი ალექსი (კიევის – მღვიმევის ლავრის გოლოსეევის სკიტიდან, გარდაიცვალა 1916 წ.) წმ. ნაწილებისათვის შესამოსელის შეცვლის დროს დაიღალა, იქვე მჯდომარეს ჩაეძინა და დაინახა თავის წინაშე მდგომარე წმიდანი, რომელმაც უთხრა: „გმადლობთ, ჩემთვის გაწეული შრომისათვის, ხოლო როცა ლიტურგიას აღასრულებ, მოიხსენე ჩემი მშობლები”, და მისცა მათი სახელები: (მღვდელი ნიკიტა და მარია), – „როგორ, შენ წმიდანი ჩემგან ითხოვ ლოცვას, როცა თვითონ დგახარ ზეციური საყდრის წინაშე და ღვთის მადლს აძლევ ადამიანებს?” – შეეკითხა მღვდელმონაზონი – „დიახ – უპასუხა წმიდა თეოდოსიმ, – რადგან ლიტურგიაზე მოხსენიება ჩემს ლოცვებზე უფრო ძლიერია”.

პანაშვიდი, პირადი ლოცვა, მიცვალებულის სახელზე გაკეთებული კეთილი საქმეები (მოწყალება, ეკლესიისათვის შესაწირავი) კარგია, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა მათი ლიტურგიაზე მოხსენიება. იყო მიცვალებულთა გამოცხადების მრავალი შემთხვევები, რომლებიც ამას ადასტურებენ. მრავალი სინანულით გარდაცვლილი, რომლებმაც ვერ შეძლეს ამის სიცოცხლეში გამოვლინება, გათავისუფლდნენ ტანჯვისაგან და განსვენება მიიღეს. ეკლესიაში გამუდმებით აღევლინება ლოცვა მიცვალებულთა განსვენებისათვის, ხოლო სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს, მწუხრზე მუხლმოდრეკილს ლოცვებში არის განსაკუთრებული ვედრება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ მიცვალებულთათვის

თუკი ჩვენ გვსურს გამოვხატოთ სიყვარული გარდაცვლილებისადმი და გავუწიოთ რეალური დახმარება, ყველაზე საუკეთესოა მათთვის ლოცვა და როგორც ვთქვით, ლიტურგიაზე მოხსენიება. მაშინ როცა ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის ამოღებული ნაწილები ჩაეშვება უფლის სისხლში, ამაზე დიდს და მნიშვნელოვანს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ მათთვის. ლიტურგიაზე მოხსენიება ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა ორმოც დღეს, როდესაც გარდაცვლილის სული მარადიული სამყოფელის გზაზე მიემართება. სხეული მაშინ უგრძნობელია. ის ვერ ხედავს შეკრებილ ახლობლებს, ვერ გრძნობს ყვავილთა სურნელებას, არ ესმის გამოსათხოვარი სიტყვები, სული კი გრძნობს მისთვის აღვლენილ ლოცვებს, მადლიერია და სულიერად ახლოსაა მათთან.

ო, გარდაცვლილთა ახლობლებო და ნათესავებო, გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა და რისი შესაძლებლობაც გაქვთ. გამოიყენეთ გაჭირვებულთა დასახმარებლად ეკლესიისათვის, სადაც მათთვის ლოცვა აღევლინება, იყავით გულმოწყალენი, იზრუნეთ მათი სულისათვის. გახსოვდეთ, რომ იგივე გზა დევს ჩვენს წინაშეც, წარმოიდგინეთ, როგორ მოგვინდება მაშინ, რომ მოგვიხსენიონ ლოცვებში, ილოცონ ჩვენი სულისათვის.

როგორც კი ვინმე გარდაიცვლება, დაუყოვნებლივ მოუხმეთ მღვდელს, რათა მან შეძლოს „სულის ამოსვლის ლოცვის” წაკითხვა, რომელიც უნდა წაეკითხოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. შეეცადეთ აუგოთ წესი ეკლესიაში და წესის აგებამდე ეკითხებოდეს ფსალმუნი. წესის აგება შეიძლება ჩატარდეს ზომიერად, არამდიდრულად, იგი უნდა იყოს სრული, შემოკლების გარეშე.

გახსოვდეთ, ყოველი სიტყვა მიცვალებულთათვის მსგავსია წყლის წვეთისა მწყურვალთათვის, აგრეთვე იზრუნეთ ორმოცდღიან მოსახსენებელზე, ე.ი. ლიტურგიაზე, ყოვლდღიურ მოსახსენებელზე. ჩვეულებრივ ეკლესიებში, სადაც ყოველდღიური მსახურება აღესრულება, მიცვალებულებსაც მოიხსენებენ ორმოც და მეტ დღესაც. ხოლო თუ წესი აეგო იმ ტაძარში, სადაც არ არის ყოველდღიური მსახურება, ახლობლებმა უნდა იზრუნონ და შეუკვეთონ ორმოცდღიანი მოსახსენებელი იქ, სადაც ყოველდღიური მსახურებაა. კარგია აგრეთვე შეწირულობის მონასტრებში გაგზავნა, აგრეთვე, იერუსალიმში, სადაც განუწყვეტელი ლოცვა აღევლინება. მოხსენიება უნდა დაიწყოს გარდაცვალებისთანავე, როცა სულს განსაკუთრებით სჭირდება შეწევნა.

მაშ ვიზრუნოთ იმქვეყნად ჩვენზე ადრე წასულებისათვის, რათა ყველაფერი გავაკეთოთ მათთვის, რაც შეგვიძლია, იმის ხსოვნით, რომ „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეწყალებულ იქნებიან”.

ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის

მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.