ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ეწვია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ეწვია

საქართველოს საპატრიარქოში ეწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, დოქტორი ჰანს კლუგე, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დოქტორმა ჰანს კლუგემ სასულიერო პირებს სამომავლო ხედვა და ის გეგმები გააცნო, რომლებიც მის საარჩევნო პლატფორმასა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას უკავშირდება.

„შეხვედრას ესწრებოდნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).

მასპინძლებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საარჩევნო მარათონში წარმატებები უსურვეს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ეწვია. 30 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯანდაცვის-მსოფლიო-ორგან-6/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi