- ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარემოსდაცვითი ღონისძიება – “ვრგავთ სიყვარულით აფხაზეთისთვის” გაიმართა.
აფხაზეთის მეომართა კავშირის ინფორმაციით, აქტივობის ფარგლებში გაშენდა „აფხაზეთის მწვანე კუთხე“, სადაც მონაწილეებმა მაგნოლიის ნერგები დარგეს. ამასთანავე, მოეწყო აფხაზეთის ბუნების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილი 30 მოსწავლე მონაწილეობდა.
ინიციატივის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და აფხაზეთის ბუნებასთან კავშირის შენარჩუნებაა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში “აფხაზეთის მწვანე კუთხე” გაშენდა. 22 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ზუგდიდის-ბოტანიკურ-ბაღში/
