ყველაზე ფერადი ფესტივალი – ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა, რითიც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ყველაზე ფერადი ფესტივალი - ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა, რითიც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

20-21 ივნისს, ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა, რითიც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართა უცვლელი სლოგანით ,,ზაფხული იწყება აქ“.

ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დასწრებოდნენ. ფესტივალის სტუმრების წინაშე წასდგნენ ადგილობრივი და მოწვეული ბენდები:  „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „MIX2RA”, თიკა ბალანჩინი და „New One”, „ემოცია“, 4 up, „ლათინო ორკესტრალი“, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, ,,La Fiesta”, ,,Why Not”  და ,,Ocean Drive”.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი ფუნქციონირებდა, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდნენ. ფესტივალზე მიმდინარეობდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე თავიანთ პროდუქციას სთავაზობდა სტუმრებს. ფესტივალი დიჯეებმა DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ყველაზე ფერადი ფესტივალი – ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა, რითიც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. 22 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველაზე-ფერადი-ფესტივალ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi