ვაკე-საბურთალოს 150 000-მდე აბონენტისთვის გაზმომარაგების აღდგენა, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება – “თბილისი ენერჯი”

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ვაკე-საბურთალოს 150 000-მდე აბონენტისთვის გაზმომარაგების აღდგენა, დღეს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით, პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება. ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად გუშინ საღამოს შეწყდა.

“500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე სრულად მობილიზებულია “თბილისი ენერჯის” შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული გაზსადენის აღდგენის სამუშაოები.

- Advertisement -
Ad imageAd image

გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.

თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზმომარაგების აღდგენა რთული პროცესია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროს მოითხოვს.

ავარიის მასშტაბისა და გათიშული აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ცდილობენ გაზმომარაგების დროულად აღდგენას.

გთხოვთ, ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, – წერია კომპანიის განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვაკე-საბურთალოს 150 000-მდე აბონენტისთვის გაზმომარაგების აღდგენა, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება – “თბილისი ენერჯი”. 10 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვაკე-საბურთალოს-150-000-მდე-აბონ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi