უვადო თავისუფლების აღკვეთა – ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის განაჩენი ცნობილია

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ მიქაძეებიდან როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნო­ბის­თვის, ძმებ გი­ორ­გი და და­ვით მი­ქა­ძე­ებს, ასე­ვე გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-109 მუხ­ლის “ნ” ნა­წი­ლით ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი, რაც შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს ასე­ვე, ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის “ა” და “ბ” ქვე­პუნ­ქტით, რაც მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვა­სა და გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და გია ჩა­დუ­ნე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლია გელა უძი­ა­ლუ­რი. მას უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე მსჯავ­რდე­ბუ­ლია სან­დრო წივ­წი­ვა­ძე, მას 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.

ამა­ვე საქ­მის ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძე. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/109-ე მუხ­ლის “ნ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ოთარ რო­მა­ნოვ- ფარ­ცხა­ლა­ძე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). უვადო თავისუფლების აღკვეთა – ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის განაჩენი ცნობილია. 6 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/უვადო-თავისუფლების-აღკვ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi